9 წლის გოგონა გარდაიცვალა ანესთეზიით, სტომატოლოგიური პროცედურის შემდეგ

სტომატოლოგიური

კალიფორნიაში 9 წლის გოგონა გარდაიცვალა სტომატოლოგიური პროცედურის შემდეგ, რომლის დროსაც მას გაუკეთეს ანესთეზია.

ექიმის დასკვნის მიხედვით, ბავშვი გადაიყვანეს სარეაბილიტაციო ოთახში, შემდეგ კი სახლში წასასვლელად გაწერეს. გოგონას მგზავრობისას ეძინა და მოგვიანებით ურეაქციო გახდა.

გოგონა სან-დიეგოს ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა.

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, რომელიც წარმოადგენს Dreamtime Dentistry-ს, გამოაქვეყნა განცხადება დოქტორ რაიან უოტკინსისგან, სტომატოლოგი ანესთეზიოლოგისგან.

განცხადებაში უოტკინსმა თქვა, რომ პროცედურის შემდეგ, „ბავშვი სტაბილურ მდგომარეობაში - ცნობიერი, სტაბილური სასიცოცხლო ნიშნებითა და დამცავი რეფლექსებით გაწერეს სტანდარტული პოსტანესთეზიის პროტოკოლების შესაბამისად“.

Dreamtime Dentistry-ში აცხადებენ, რომ ისინი სრულად თანამშრომლობენ გამოძიებასთან.

„ჩვენ მზად ვართ უზრუნველვყოთ ყველა ფაქტის გამოვლენა“, - ნათქვამია განცხადებაში. "კონფიდენციალურობის კანონების და აქტიური გამოძიების გამო კონკრეტულ დეტალებს ვერ განვიხილავთ. ჩვენ პატივისცემით ვითხოვთ მოთმინებას, სანამ სამედიცინო ექსპერტი დაასრულებს თავის სამუშაოს, რადგან ნაადრევმა ვარაუდებმა შეიძლება  ტკივილი მიაყენოს ოჯახს“.

ჩვენი პაციენტების უსაფრთხოება და კეთილდღეობა ყოველთვის იყო და რჩება ჩვენს უმაღლეს პრიორიტეტად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვესმის ამ ტრაგიკული მოვლენის გარშემო არსებული შეშფოთება და კითხვები, ჩვენ პატივისცემით ვითხოვთ თქვენს მოთმინებას, რადგან გამოძიება გრძელდება. ოჯახის და პროცესის მთლიანობისთვის, მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ ვარაუდებისგან“. - ნათქვამია განცხადებაში.