77 წლის კაცმა 5 მილიონი დოლარის ჯეკპოტი მოიგო და ცოლს საჩუქრად საზამთრო და ყვავილები უყიდა

sazamtro

აშშ-ში 77 წლის მამაკაცმა მრავალმილიონიანი ჯეკპოტი მოიგო და მოგებული თანხიდან პირველი საჩუქარი მეუღლეს უყიდა. საჩუქარი კი არც მეტი არც ნაკლები, საზამთრო და ყვავილები იყო. ინფორმაციას ამის შესახებ კოლორადოს ლატარია იტყობინება.

ლატარიის კომპანიის ცნობით, მამაკაცმა  ხუთ მილიონ დოლარზე მეტი  მოიგო, კაცს თავიდან არ სჯეროდა მომხდარის, მაგრამ მოგვიანებით დარწმუნდა, რომ დიდი სიმდიდრის მფლობელი გახდა.

მამაკაცმა ფულის ერთჯერადად მიღება გადაწყვიტა. მოგებული მილიონებით პირველი შენაძენი მეუღლისთვის ნაყიდი საჩუქარი იყო. როგორც ლატარიის კომპანია წერს, მამაკაცმა მეუღლისთვის საზამთრო და ყვავილები იყიდა.

გამარჯვებულმა თქვა, რომ საპრიზო თანხის ნაწილი ქველმოქმედებაში დახარჯავს, ასევე აპირებს ვინტაჟური მანქანების კოლექცია შეიძინოს.

ასევე ნახეთ:

ინდოეთში, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც ლატარიაში 1,2 მილიონი დოლარი მოიგეს, სამსახურის დატოვებას არ აპირებენ

ქალმა ერთი წლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ჯეკპოტი მოიგო

კაცმა, მათემატიკის გამოყენებით, ლატარია 14-ჯერ მოიგო და მილიონერი გახდა