7 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა თავდასხმის შედეგად ტეხასში

თავდასხმა ტეხასში

ტეხასის შტატში, მიგრანტთა თავშესაფართან ახლოს, ავტობუსის გაჩერებაზე ავტომანქანა ხალხის ჯგუფს დაეჯახა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. მედიის ცნობით, დაღუპულია შვიდი ადამიანი.

შემთხვევა ქალაქ ბრაუნსვილში, მექსიკის საზღვართან ადგილობრივი დროით 08:30 საათზე მოხდა.

დაშავდა, სულ მცირე, ექვსი ადამიანი. მათი მდგომარეობა მძიმეა.

მედიის ცნობით, მძღოლი დაკავებულია და მას ბრალი უკვე წაუყენეს. ვარაუდობენ, რომ ეს მიზანმიმართული თავდასხმა იყო.

აშშ-ის სასაზღვრო პოლიციის განცხადებით, ქალაქ ბრაუნსვილში ბოლო დროს მიგრანტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.