„6 წლის შვილი აბაზანაში დაახრჩო, შემდეგ კი „დაკრძალვის კაბა“ ჩააცვა...“ - შვილის მკვლელობისთვის დედა დააკავეს (უცხოეთი)

ლენტი

აშშ-ში სამი შვილის დედას სასამართლომ 50 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას 6 წლის ქალიშვილის მკვლელობა ედება ბრალად. დედამ დანაშაული აღიარა.

მას ასევე დაეკისრა 30-წლიანი პატიმრობა მეორე, 8 წლის ქალიშვილის მკვლელობის მცდელობისთვის. პროკურატურის ცნობით, ბავშვი გადარჩა უფროსი დის ჩარევის შედეგად. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

გამოცემის ცნობით, ინციდენტი 2023 წლის მაისში მოხდა. პროკურორებმა განაცხადეს, რომ მომხდარი იყო წინასწარ დაგეგმილი ქმედება.

გამოძიების ცნობით, დედამ გააღვიძა გოგონა და უთხრა, რომ გაშიშვლებულიყო აბაზანაში ჩასულიყო. შემდეგ დედამ ქალიშვილი დაახრჩო.

გოგონას გარდაცვალების შემდეგ, ქალმა შვილი „დაკრძალვის კაბაში" გამოაწყო და ცხედარი საწოლზე დადო. შემდეგ მან გააღვიძა 8 წლის ქალიშვილი, რათა "პროცესის გაემეორებინა". მეორე ბავშვი დამ გადაარჩინა, რომელსაც ყვირილზე გაეღვიძა და დასახმარებლად აბაზანაში შევიდა.