ცნობილი ბლოგერი ათასობით მაყურებლის თვალწინ, პირდაპირ ეთერში ტრაგიკულად დაიღუპა
1759265262
ლოლონგი იყო ყველაზე დიდი ნიანგი, რომელიც კი ოდესმე დაუფიქსირებიათ და დაუჭერიათ. ნიანგი სიგრძეში 6.2 მეტრს აღწევდა და დაახლოებით ათას კილოგრამს იწონიდა.
მამრი ნიანგი (Crocodylus porosus) 2011 წლის ნოემბერში გაზომეს. ეს ფილიპინების გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქნეს, რამდენიმე თვის შემდეგ რაც ნიანგი (ფილიპინებში) დაიჭირეს.
2009 წელს, იმ რეგიონში, სადაც ლოლონგი შეიპყრეს, ადამიანებზე ორი თავდასხმა დაფიქსირდა. ორივე შემთხვევა ფატალურად დასრულდა. შედეგად გოგონა და მეთევზე დაიღუპნენ. სწორედ ამიტომ, რეგიონში ნიანგზე ნადირობა გამოცხადდა და მალე იქ ლოლონგი შეიპყრეს.
გიგანტური ნიანგის დაჭერა მარტივი არ იყო. პროფესიონალ მონადირეებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას სამი კვირა დასჭირდა ამისთვის. საქმეში ჩართული იყო ადგილობრივი მოსახლეობაც.
მას სახელი ადგილობრივი მონადირის, ერნესტო ლოლონგ კონატეს პატივსაცემად დაარქვეს, რომელიც დაჭერის ორგანიზებისას ინსულტით გარდაიცვალა.
დაჭერის შემდეგ ლოლონგი ახლო ქალაქში გადაიყვანეს და სპეციალურად მოწყობილ სივრცეში განათავსეს, სადაც ის ყოველ ხუთ დღეს 17 კილოგრამ ხორცს მოიხმარდა. ნიანგმა თავისი გიგანტური ზომის გამო ყურადღება მალე მიიქცია და მას ყოველდღიურად დაახლოებით 500 ვიზიტორი ჰყავდა.
როდესაც ნიანგის ზომა ოფიციალურად დადასტურდა, ლოლონგმა მსოფლიოს უდიდესი ნიანგის წოდება მიიღო. მან ეს წოდება ავსტრალიურ ნიანგს, სახელად კასიუს კლეის ჩამოართვა. ავსტრალიური გიგანტი 1980-იანებში დაიჭირეს და მისი სიგრძე 5.48 მეტრი იყო.
სამწუხაროდ, ლოლონგმა ტყვეობაში დიდხანს ვერ იცოცხლა. ის 2013 წლის 10 თებერვალს, დაჭერიდან ორ წელზე ნაკლები ხნის შემდეგ მოკვდა.
ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის განცხადების თანახმად, ნიანგს შესაბამისი საცხოვრებელი პირობები არ ჰქონდა. ნიანგები წარმოუდგენლად გამძლე და ძლიერი ცხოველები არიან, მაგრამ ისეთი გიგანტიც კი, როგორიც ლოლონგია, დაუცველი აღმოჩნდა ბუნებრივი ჰაბიტატიდან მოშორების გამო.