„თოვლი და ძლიერი ქარი“ - მომდევნო ერთი კვირის ამინდის პროგნოზი
1766404035
ვლადივოსტოკის მკვიდრი ქალი სახის გადაჭიმვის პროცედურის შემდეგ კომაში ჩავარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის პრიმორსკის ტერიტორიის საგამოძიებო სამმართველოს პრესსამსახური ავრცელებს.
„2024 წლის 10 აპრილს სახელმწიფო საბიუჯეტო ჯანდაცვის დაწესებულებაში „რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში“ გეგმური ოპერაციის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულების მუშაკების მოქმედების შედეგად, 58 წლის ქალს განუვითარდა სიცოცხლისათვის საშიში კომა“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამართალდამცველები ამ დროისთვის ჩატარებულ პროცედურასა და კომაში ჩავარდნის მიზეზს სწავლობს.