50 Cent-ის თქმით, Diddy-ს ერთ-ერთი ტრეკის ტექსტის დაწერაში მას Jay Z დაეხმარა

50 cent

რეპერი 50 Cent კვლავაც აგრძელებს სარკასტული კომენტარების გაკეთებას Diddy-ს მისამართით.

29 ოქტომბერს, The Breakfast Club-ის შოუში სტუმრობისას, საუბარი Diddy-ს შეეხო. რადიო შოუს წამყვანმა, Charlamagne Tha God-მა, რეპერს კითხვა დაუსვა იმ მოკლე ვიდეოს შესახებ, რომელშიც ნათქვამია, რომ 50 Cent-მა Diddy-ს დაუწერა ტექსტი ტრეკებისთვის Let’s Get It და I Get Money (Forbes 1, 2, 3 Remix), რომლებიც დანაშაულების აღიარებასავით ჟღერს. კითხვის დასმისას Charlamagne-მა თავად გაახმოვანა ტექსტის დასაწყისი ტრეკიდან  Let’s Get It. ტექსტის შინაარსი შემდეგნაირად ჟღერს: „მე ვმართავ ამ ქალაქს. გამოიძახეთ პოლიცია, პროკურორი და ფედერალები.” 50 Cent-მა კი გაიცინა და უპასუხა – „მე არ მითქვამს Diddy-ისთვის, რომ ეს გაეჟღერებინა.“

შემდეგ The Breakfast Club-ის წამყვანმა გააჟღერა კიდევ ერთი ტრეკის, I Get Money-ს გარემიქსებული ვერსია, სადაც Diddy-ს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებია ნახსენები. 50 Cent-მა კი გაამხილა, რომ ამ ტექსტის დაწერაში მას Jay-Z დაეხმარა. „Jay Z-მ დაწერა ის ნაწილი, სადაც სროლასა და დაპირისპირებაზეა საუბარი.” შემდეგ მან დუეინ დევისი, იგივე Keefe D-იც ახსენა, რომელიც ამჟამად 2Pac-ის მკვლელობაში ეჭვმიტანილის სტატუსით არის დაკავებული და დიდი ხანია ამტკიცებს, რომ თუფაქ შაკურის სიკვდილი Diddy-ს სურდა.

Jay Z-ს შესახებ საუბრისას 50 Cent-მა აღნიშნა: „Jay Z იმახსოვრებს იდეას, თავში ინახავს, რათა შემდგომ ამის გაჟღერება ისე შეძლოს, რომ არ დაწეროს.“

50 Cent დიდი ხანია ღიად საუბრობს Diddy-ზე და მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებზე. რეპერმა შონ კომბსის (Diddy)  შესახებ დოკუმენტური ფილმიც გადაიღო, რომელიც Netflix-ზე გამოვა.

იხილეთ The Breakfast Club-ის სრული ინტერვიუ: