3 წლის ბიჭმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა და დედა სიკვდილს გადაარჩინა

დედა-შვილი

3 წლის ბიჭმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა და დედა გადაარჩინა. შემთხვევა ინგლისში მოხდა. მოულოდნელად 3 წლის ოსკარის დედამ, იოანამ გონება დაკარგა და დაეცა.

როგორც ექიმები ამბობენ, დროული რეაგირების გარეშე ყველაფერი, შესაძლოა, ფატალურად დასრულებულიყო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ოსკარმა სასწრაფო დახმარების ნომერი, 999 სახლის ტელეფონიდან აკრიფა და ოპერატორს უთხრა: "დედას სძინავს". თავდაპირველად გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის თანამშრომელმა ოსკარს სთხოვა, ტელეფონი დედასთვის მიეტანა, მაგრამ ოსკარმა გაუმეორა, რომ იოანას ეძინა.

სწორედ ამ დროს სახლისკენ სასწრაფო დახმარების ჯგუფი დაიძრა. ოსკარმა მოახერხა და ექიმებს კარი გაუღო. როგორც გაირკვა, დედა პოსტურალური ორთოსტატული ტაქიკარდიის სინდრომითაა დაავადებული. იგი გულისცემის ძალიან სწრაფ და მოულოდნელ მატებას გულისხმობს, რაც ზოგჯერ გონების დაკარგვას იწვევს.

„ჩვენ არ გვისწავლებია ოსკარისთვის 999-ზე დარეკვა. ახლაც გაოცებული ვარ, როგორ მოახერხა ეს ყველაფერი. მე ვამაყობ მისით. ჩემმა 3 წლის შვილმა, ფაქტობრივად, სიკვდილისგან მიხსნა. ასევე დიდ მადლობას ვუხდი სასწრაფო გადაუდებელი სამსახურის ჯგუფს", - ამბობს იოანა.

ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. როგორც დედა იხსენებს, თავდაპირველად ოსკარს ეგონა, რომ მას უბრალოდ ეძინა და, თურმე, ცდილობდა, არ გაეღვიძებინა. თუმცა მას შემდეგ, რაც მისი გაღვიძება სცადა და არ გამოუვიდა, გადაწყვიტა, სასწრაფოში დაერეკა და ასე იხსნა მან დედის სიცოცხლე. 

ასევე ნახეთ:

„მძიმე დეპრესია მქონდა... ყველა კლინიკა მომატარა“ - ვისზე საუბრობს მაკა შალიკაშვილი

დატბორილი საზღვაო კურორტები, დანგრეული ინფრასტრუქტურა, პარალიზებული სანიაღვრე სისტემა - მეორე დღეა, "საუკუნის შტორმი" შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს უტევს