3 თარიღი უკვე ცნობილია - რას ამბობენ მეცნიერები დედამიწის ბრუნვის აჩქარებაზე

დედამიწა

მეცნიერების განცხადებით, დედამიწის ბრუნვის სიჩქარე მოულოდნელად გაიზარდა, რის გამოც, მიმდინარე ზაფხულის ისტორიაში სამი ყველაზე ხანმოკლე დღე დაფიქსირდება.

დედამიწის ბრუნვისა და საძიებო სისტემების სამსახურების მონაცემებით, ორი ხანმოკლე დღე 9 ივლისსა და 22 ივლისს დაფიქსირდა, მესამე ხანმოკლე დღე კი, მოსალოდნელია 5 აგვისტოს.

ჩვენი პლანეტის ერთ სრულ ბრუნვას ჩვეულებრივ 24 საათი სჭირდება, თუმცა, ზემოთ დასახელებულ რიცხვებში, დღე-ღამის ხანგრძლივობა დაახლოებით 1.51 მილიწამით შემცირდება. ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელებულია Popular Mechanics-ის ანგარიშში.

მეცნიერები ამბობენ, რომ ეს თარიღები ემთხვევა პერიოდს, როდესაც მთვარე ყველაზე შორს იმყოფება ეკვატორიდან — სწორედ ეს ფაქტორი ახდენს გავლენას დედამიწის ბრუნვის სიჩქარეზე. აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან დღემდე ყველაზე ხანმოკლე დღედ 2024 წლის 5 ივლისი ჩაითვალა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ამ აჩქარების მიზეზი ჯერ კიდევ ბუნდოვანია. მეცნიერების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ეს, შესაძლოა, დედამიწის შიდა ფენომენებით იყოს გამოწვეული, რადგან არც ატმოსფერული და არც ოკეანური მოდელები ამ პროცესს ვერ ხსნიან.

მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის ბრუნვის ეს უზარმაზარი ცვლილება კატასტროფას არ გამოიწვევს, მეცნიერების აზრით, ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ჩვენ ძალიან უჩვეულო ეპოქაში ვცხოვრობთ.