3 იანვარს ვარშავაში ფერმერები მასშტაბურ საპროტესტო აქციას გეგმავენ

ფერმერები

ვარშავაში 3 იანვარს ფერმერების საპროტესტო აქციაა დაანონსებული. პოლონელი ფერმერების პროტესტი  მიმართულია ევროკომისიის სასოფლო-სამეურნეო, კლიმატისა და სავაჭრო პოლიტიკის წინააღმდეგ, რაც, მათი აზრით, საფრთხეს უქმნის პოლონეთში საოჯახო მეურნეობების, სატყეო მეურნეობის, ნადირობისა და მრეწველობის ფუნქციონირებას.

საპროტესტო აქცია ევროკომისიის მაღალი რანგის წარმომადგენლების, კერძოდ, პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის პოლონეთში ჩასვლასთან დაკავშირებით იგეგმება.

ორგანიზატორები მოსახლეობას საპროტესტო აქციაში მასობრივი მონაწილეობისკენ მოუწოდებენ, ისინი არა მხოლოდ ფერმერებს, არამედ ეკონომიკის სხვა დარგის წარმომადგენლებსაც მიმართავენ. ვარაუდობენ, რომ ხვალ ვარშავაში ათიათასამდე ფერმერი ჩავა.