გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებაზე საუბრობს
1759521394
26 პარტია, 14 რეგიონი და 200 მანდატი მთავარ საკანონმდებლო ორგანოში - საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მისაცემად, საარჩევნო უბნები ჩეხეთში დღეს ზუსტად 2 საათზე, 8 მილიონზე მეტი მოქალაქისთვის გაიხსნა.
საარჩევნო ბიულეტენებზე კანდიდატების სიმრავლის მიუხედავად, ქვეყანაში ორი მთავარი პოლიტიკური სუბიექტი ლიდერობს. წინასწარი გამოკითხვებით, პირველ ადგილზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მილიონერი ანდრეი ბაბიშის პარტია - "ანოა", მეორეს კი მოქმედი პრემიერის კოალიცია "სპოლუ" იკავებს.
ანდრეი ბაბიში მემარჯვენე ცენტრისტული აზროვნებით გამოირჩევა. მას თავის სამშობლოში "ჩეხ ტრამპს" უწოდებენ. პოლიტიკოსი არ მალავს, რომ მაშინ, როდესაც მსოფლიო გლობალურ საკითხებზეა ორიენტირებული, მისთვის პრიორიტეტული ჩეხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაა. სწორედ ამ მიზეზით, უკვე წლებია, ეწინააღმდეგება უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად ფინანსური დახმარების გამოყოფასა და ოფიციალური ბრიუსელის პოლიტიკას. აცხადებს, რომ კონფლიქტების მოგვარების მთავარი გზა დიალოგია.
ბაბიშის მთავარი მეტოქე, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა ფიქრობს, რომ, მისი კონკურენტის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ჩეხეთი უსაფრთხოებას დაკარგავს. პოლიტიკოსი, რომელიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერია, მოქალაქეებს მოუწოდებს, მხარი მის კოალიციურ გაერთიანებას დაუჭირონ.
ცვლილებებს ჩეხეთში ადგილობრივებიც ემხრობიან. საერთაშორისო მედიასთან საუბრის დროს, ისინი მოქმედ ხელისუფლებას აკრიტიკებენ და მხარს, ღიად, ანდრეი ბაბიშს უჭერენ. ამბობენ, რომ ეროვნულ ღირებულებებზე ორიენტირებული ხელისუფლება ჩეხების მთავარი მიზანია.
არჩევნები ჩეხეთში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. 4 ოქტომბერს, საარჩევნო უბნები დღის 2 საათზე დაიხურება. მალევე, ცენტრალური საარჩევნო კომისია წინასწარ შედეგებსა და იმ პარტიების ვინაობას გამოაქვეყნებს, რომლებმაც ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში კუთვნილ ადგილს მოიპოვებენ.
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1759523717