„ჩემი მეუღლისთვის ეს დიდი სიურპრიზი იყო…“ – რა სიახლეა ნუცა ბუზალაძის ცხოვრებაში
1784236501
გერმანიაში 68 წლის მამაკაცს 14 უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალის გაუპატიურებასთან დაკავშირებული 22 ბრალდება წაუყენეს. ბერლინის პროკურატურის ინფორმაციით, მამაკაცი სავარაუდოდ ქალებს საძილე აბებისა და ალკოჰოლის გამოყენებით უგონო მდგომარეობაში აგდებდა, შემდეგ კი მათზე სექსუალურად ძალადობდა და დანაშაულს ვიდეოზე იღებდა.
გამოძიების ცნობით, ბრალდებული პროფესიით ელექტრიკოსია. სამართალდამცველების ვერსიით, ის ქალებს ინტერნეტით, მათ შორის გაცნობის პლატფორმების საშუალებით უკავშირდებოდა.
საქმეზე გამოძიების დაწყების შემდეგ პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკა და ციფრული მტკიცებულებები ამოიღო. სწორედ აღმოჩენილი ვიდეომასალების შესწავლისას გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლო მსხვერპლთა რაოდენობა თავდაპირველად ცნობილზე გაცილებით მეტი შეიძლება იყოს.
გამომძიებლების ვარაუდით, მამაკაცი შესაძლოა 60-მდე ქალს დასხმოდა თავს. ამ დროისთვის გამოძიება ცდილობს იმ ქალების იდენტიფიცირებასაც, რომელთა ვინაობა სამართალდამცველებისთვის ჯერ უცნობია. არსებული ინფორმაციით, სულ მცირე 10 სავარაუდო მსხვერპლის იდენტიფიცირება კვლავ ვერ მოხერხდა.
68 წლის მამაკაცი მიმდინარე წლის მარტიდან პატიმრობაში იმყოფება. პროკურატურამ მას 22 ეპიზოდთან დაკავშირებით წარუდგინა ბრალდება, რომლებიც 14 ქალს უკავშირდება.
გამოძიება ამ დრომდე გრძელდება. სამართალდამცველები ცდილობენ დაადგინონ, არიან თუ არა აღმოჩენილ ვიდეომასალებში სხვა ქალებიც, რომლებმაც შესაძლოა არც კი იცოდნენ, რომ მათ წინააღმდეგ დანაშაული იყო ჩადენილი.
ბრალდებულის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებზე საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს ჯერ არ მიუღია.