ზოდიაქოს 6 ნიშანი ამ კვირაში მოულოდნელ ფინანსურ შემოსავალს მიიღებს
1743615125
ილონ მასკის ნეიროტექნოლოგიური კომპანია Neuralink-ი პირველად სამედიცინო ისტორიაში, ადამიანის ტვინში მხედველობის აღმდგენ ნეიროჩიპს Blindsight-ს ჩანერგავს.
Blindsight-ის მეშვეობით, უსინათლო ადამიანებს მიეცემათ საშუალება, რომ დაინახონ. პირველ პაციენტს Blindsight-ის სპეციალისტები ნეიროჩიპს 2025 წლის ბოლოსთვის ჩაუნერგავენ.
ილონ მასკის თქმით, ნეიროჩიპი უკვე გამოცადეს მაიმუნებზე - მოწყობილობა მუშაობს, ცხოველები კი მშვენივრად გრძნობენ თავს.
ცოცხალ ადამიანს ტვინში Neuralink-ის სპეციალისტებმა ჩიპი პირველად შარშან ჩაუნერგეს. მისი მეშვეობით მას სმარტფონის და სხვა გაჯეტების მართვა შეუძლია.
2023 წლის მაისში Neuralink-ს ადამიანებზე ამ ტექნოლოგიის გამოცდის უფლება მიეცა.