1746733863
„20 წლის განმავლობაში მქონდა სექსი მოჩვენებასთან და შემდეგ მივატოვე, როცა..." - კანადელი ქალის წარმოუდგენელი ამბავი, რომელმაც Canal 1-ზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია

მას ოცი წლის განმავლობაში ყოველ ღამე ჰქონდა სექსი მოჩვენებასთან და, როგორც ჩანს, ურთიერთობა სექსუალურად და ემოციურად დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა. მაგრამ შემდეგ რაღაც შეიცვალა და მან გადაწყვიტა ურთიერთობის გაწყვეტა, როდესაც დაინახა თავისი შეყვარებულის ნამდვილი სახე, დემონი კბილებით და გარგოლის მსგავსი გარეგნობით.
ამ შემაშფოთებელი სიუჟეტის მთავარი გმირია პაოლა ფლორესი, კოლუმბიელი, რომელმაც თავისი მოჩვენებითი გამოცდილება უამბო გადაცემაში Sin Carreta, რომელიც გადაიცემა სახელმწიფო არხზე Canal 1.
ქალმა განმარტა, რომ პირველი ნაბიჯი მოჩვენებამ გადადგა, მაგრამ შემდეგ, დღითი დღე მოიგო მისი გული და ბოლოს შეუყვარდა იგი.
მან თავად თქვა, თუ როგორ დაიწყო მათი ურთიერთობა: „ერთ დღეს ვიწექი, როცა ვიგრძენი, როგორ გადავიდა უხილავი ხელი ფეხებიდან მკერდზე. უცნაური იყო, შემეშინდა. მას შემდეგ სულის სახით დაიწყო ჩემთან მოსვლა, რომ სექსი გვქონოდა“.
ყველაფერი შეუფერხებლად მიდიოდა ოცი წლის განმავლობაში, სანამ მისმა საყვარელმა დემონური სახე არ გამოავლინა. „ის ძალიან დიდი კაცი იყო“, - განმარტა პაოლამ, „მაგრამ იმ დღეს, როდესაც ის დავინახე, მას ეშვები და გარგოილის სახე ჰქონდა”.
მისი დემონური გარეგნობის დანახვისას ქალს შეეშინდა და ამიტომ გადაწყვიტა ოცწლიანი ურთიერთობის დასრულება.
ამ ამბავს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა დამსწრეებს შორის, რომლებიც მას ინტერესით გამოეხმაურნენ. ფსიქოლოგმა მარტიზა მონტეალეგრემ ამ შემთხვევის შესახებ თქვა: „პაოლას შემთხვევა სულაც არ არის გავრცელებული. სინამდვილეში, დემონური შემთხვევები ძალზე იშვიათია“.
პარაფსიქოლოგმა ჟაირო ურბექსმა პაოლას ამბავი დამაჯერებლად მიიჩნია, თვლიდა, რომ მას სავარაუდოდ ჰქონდა ურთიერთობა ინკუბუსთან: „ინკუბუსი არის დემონური არსება, ისინი სპეციალიზირებულნი არიან ადამიანების ხელში ჩაგდებაში და მათგან ენერგიის აღებაში“.
ასევე ნახეთ:
ტენესის შტატში დააკავეს მასწავლებელი, რომელმაც 12 წლის მოსწავლეზე სექსუალურად იძალადა
VIDEO: „შველივით ქალი“ - ამღერებული თიკა ფაცაცია და აღფრთოვანებული დარბაზი