1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
18 წლის ასაკში მშობლების მიერ დაშორებულმა წყვილმა 60 წლის შემდეგ იქორწინა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 19 წლის ლენ ოლბრაიტონმა, 18 წლის შეყვარებულს, ჟანეტ სტირს ხელი პირველად 1963 წელს სთხოვა. წყვილი ავსტრალიაში გადასვლას და ახალი ცხოვრების დაწყებას გეგმავდა, მაგრამ პატარძლის მშობლებმა ქორწილი ჩაშალეს.
ხანში შესულმა "რომეო და ჯულიეტამ" ოცნება მაინც აიხდინეს და 79 და 78 წლის ასაკში, 6 ათეული წლის შემდეგ იქორწინეს.
აღსანიშნავია, რომ ჟანეტს ამ დრომდე შენახული ჰქონდა ნიშნობის ბეჭედი, რომელიც საყვარელი მამაკაცისგან 18 წლის ასაკში მიიღო.