14 წლის ბიჭს, რომელმაც სკოლის ღონისძიებაზე დასასწრებად 9 კმ-ზე მეტი ფეხით გაიარა, უნივერსიტეტში სწავლა დაუფინანსეს

14 წლის ბიჭი

14 წლის ბიჭს, რომელმაც სკოლის ღონისძიებაზე დასასწრებად 9 კმ-ზე მეტი ფეხით გაიარა, უნივერსიტეტში სწავლა დაუფინანსეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

14 წლის ხავიერ ჯონსმა, რომელსაც დედის გარდაცვალების შემდეგ, 6 და-ძმასთან ერთად ბაბუა ზრდის, მე-8 კლასის დამამთავრებელ ღონისძიებაზე დასასწრებად 9 კმ-ზე მეტი ფეხით გაიარა, რადგან ბაბუას მანქანა მოულოდნელად გაუფუჭდა.

ბიჭი, რომელიც სკოლაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლეა, ცერემონიაზე დროულად გამოცხადდა, თუმცა ფეხსაცმელი თითქმის დახეული ჰქონდა. ხავიერის ისტორიის გაგების შემდეგ, Harris-Stowe State University-ს ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ბიჭს სტიპენდია დაუნიშნოს და 4 წლის შემდეგ, როდესაც სკოლას დაასრულებს უნივერსიტეტში სრულიად უფასოდ ისწავლის.

ხავიერს განსაკუთრებული საჩუქარი ეროვნული ლიგის ფეხბურთელმა ტერონ არმსტედმაც გაუკეთა და ახალი ველოსიპედი, მის ოჯახს კი მიკროავტობუსი აჩუქა.