მეცნიერებმა დაასახელეს ხილი, რომელშიც კიბოს საწინააღმდეგო ნივთიერება აღმოაჩინეს - ახალი კვლევა
1767381960
13 წლის კატამ აშშ-ის შტატ მისურიდან ლახტით ხტუნვაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა და გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. ინფორმაცია ამის შესახებ წიგნის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კიტკატმა ერთ წუთში ლახტს ცხრაჯერ გადაახტა. კატა თავის პატრონთან, ტრიშა სეიფრიდთან ერთად ხტუნაობს, რომელსაც შინაური ცხოველების ტალანტის სააგენტო აქვს. მისი თქმით, კიტკატს კნუტობიდან უყვარდა პუბლიკის წინაშე გამოსვლა.
„ლახტით ხტუნვა მისი ყველაზე შთამბეჭდავია ტრიუკია, თუმცა ასაკის გამო ხტუნვა მინიმუმამდე გვაქვს დაყვანილი“, - ამბობს სეიფრიდი.
კიტკატი ასევე გამოჩნდა პროგრამაში Jimmy Kimmel Live! და კატების საკვების Friskies რეკლამაშიც გადაიღეს.