1731473346
1 თვის ბავშვი შიმშილის გამო გარდაიცვალა - საქმეს პოლიცია იძიებს (უცხოეთი)
აშშ-ში, ნიუ-იორკში 1 თვის ბავშვი შიმშილისგან დაიღუპა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ნიუ-იორკის სამედიცინო ექსპერტიზის ოფისმა 1 თვის ბავშვის გარდაცვალება მკვლელობად გადაახარისხა.
მაშინვე არ გახმაურებულა, ვინ გადაიყვანა ბავშვი ჰოსპიტალში, მაგრამ ის იმ დროს უგონო მდგომარეობაში იყო. ბავშვის შეყვანიდან მალევე, ექიმებმა ფაქტის შესახებ პოლიციას შეატყობინეს.
მეზობლები იხსენებენ, რომ ბავშვი ჩვეულებრივ ოჯახში დაიბადა და დედასთან ერთად ბევრჯერ დაუნახავთ.
„როდესაც მას ქალიშვილთან ერთად ვხედავდი, ძალიან კარგი იყო და ბავშვი ყოველთვის იღიმებოდა“,- იხსენებს ერთ-ერთი მეზობელი.
საქმეზე გამოძიება გრძელდება.