კლინიკებში მიმართვიანობა გაიზარდა - რომელი ვირუსები ცირკულირებს საქართველოში
1734784051
მეხანძრეები ამბობენ, ზოგჯერ დღე შეიძლება ისე გავიდეს, ერთი გამოძახებაც არ იყოს, ზოგჯერ კი დასვენებასაც ვერ ვახერხებთო.
როცა გადამცემით შეტყობინების ხმა ესმით, წამებში მობილიზებულები გარბიან შემთხვევის ადგილზე, სადაც არავინ იცის რა უბედურება ტრიალებს, ან სულაც ცრუ განგაშია...
მიდიან საშველად, მიდიან და ფიქრობენ დროულ რეაგირებაზე, რომ იმ მომენტში კიდევ ერთი სიცოცხლე გადარჩეს, კიდევ ერთი ბავშვი გადაარჩინონ, ხანძარი ჩააქრონ... და არ ფიქრობენ, იმაზე, რა დაუშავდებათ მათ...
ცალკე საკითხია ემოციების მართვა ყველაზე მძიმე მომენტში, რაც ყველა სიკეთესთან ერთად ცალკე გმირობის ტოლფასია. აქ სიზუსტეა მთავარი. შეცდომა შეიძლება სავალალო იყოს...
მაგრამ იციან სად და რატომ მიდიან. როცა ირჩევ, სიცოცხლე სხვების გადასარჩენად გაიღო, დაბადებული ხარ გმირად!
მეხანძრე-მაშველების პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, გთავაზობთ მათ მიერ შესრულებული საქმიანობის დროს გადაღებული სურათების მცირე ნაწილს.
მეხანძრე-მაშველის დღე საქართველოში 2016 წლიდან აღინიშნება. „პრაიმტაიმი“ ქართველ გმირებს ულოცავს პროფესიულ დღეს.
ნანა ჩხაიძე