პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ - 6-9 მარტს, საქართველომ ამ გზავნილით 180-ზე მეტი სახელმწიფოდან 200 ათასამდე სტუმარს უმასპინძლა. გამოფენას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მედიის 5000-მდე წარმომადგენელი აშუქებდა.
გამოფენა გრანდიოზული გალა კონცერტით ოფიციალურად გაიხსნა, სადაც ქართველმა ხელოვანებმა 3 000-მდე სტუმარს „უსაზღვრო ქართული კულტურა“ გააცნეს.
ბერლინში მსოფლიოში უდიდესი ტურისტული გამოფენა - ITB Berlin 2023 პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს სტენდთან ოფიციალურად გახსნა.
საქართველოს სტენდი 1000 კვ.მ.-მდე ტერიტორიაზე განთავსდა, სადაც 80-მდე ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი.
გამოფენაზე, 3 დღის განმავლობაში, საქართველოს სტენდთან სხვადასხვა აქტივობები მოეწყო, რამაც ქართული კულტურის, ბუნების, გასტრონომიისა და ღვინის მრავალფეროვნება წარმოაჩინა.
გამოფენის ფარგლებში, 3 დღის განმავლობაში, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორმა გამართა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები ადგილობრივი კერძო სექტორის, ავიაკომპანიების და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებთან, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდას გერმანიაში და უზრუნველყოფს მეტი ევროპელი ტურისტის შემოდინებას ქვეყანაში.