„ცუდი ამბავი ლამაზებისთვის...“ - რა ინფორმაციას და ფოტოს აქვეყნებს პავლე მგელაძე

პავლე მგელაძე

"ცუდი ამბავი ლამაზებისთვის. ეს Levi’s-ის მოდელი არ არის ნამდვილი ადამიანი. ის AI-ის (ხელოვნური ინტელექტის) შექმნილი "მოდელია", - ამის შესახებ reinvent holding-ის დამფუძნებელი პავლე მგელაძე სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს აქვეყნებს.

მისი თქმით, ფოტოგადაღებები ძვირი სიამოვნებაა კომპანიებისთვის.

"ფოტოგადაღებები ძვირი სიამოვნებაა კომპანიებისთვის - სტუდია, გადამღები ჯგუფი, მოდელების შერჩევა, ფრენა, ცხოვრება, ჰონორარი მათ, ჰონორარი მათ სააგენტოებს, მაკიაჟი, ტანსაცმელი და ა.შ.

ამის ალტერნატივა AI-ის შექმნილი მოდელია. სულ ფორმაში, სულ მაკიაჟით და 24/7 ხელმისაწვდომი ყველა სიტუაციაში. მათთან კონკურენცია უბრალოდ შეუძლებელია" - წერს პავლე მგელაძე.