1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ბოლო წლების განმავლობაში არა ერთი კვლევა ჩატარდა, რომელიც ადასტურებს ეკრანის მავნე გავლენას ბავშვებზე.
მტკიცებულებები მიუთითებენ, რომ ეკრანთან გატარებული დრო საზიანოა, როგორც ნევროლოგიური განვითარებისთვის, ასევე სოციალიზაციისთვის. ეკრანი იწვევს გარემოსთან გათიშვას და დამოკიდებულებას, რომელიც შემდგომ საჭიროებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალის ჩარევას.
გარდა ამისა, ეკრანის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ნეიროკოგნიტური სწავლის დარღვევები ბავშვობაში პიროვნების ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპებზე. ამასთან, ბავშვობაში და მოზარდობის პერიოდში ტელეფონებთან, ტაბლეტებთან, ვიდეო თამაშებთან, ტელევიზორთან გატარებული დრო იწვევს უმოძრაო ცხოვრების წესს.
ამ ყველაფერს კიდევ ერთი მიზეზი ემატება, რომელიც მოწმობს რატომ უნდა შეუზღუდოთ ბავშვებს ეკრანთან დროის გატარება.
ახალი კვლევის მიხედვით, რომელსაც, აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტში ენდრიუ აგბაჟე ხელმძღვანელობდა, ბავშვებს, რომლებიც ნაკლებს მოძრაობენ და უმეტესად მჯდომარე მდგომარეობაში არიან, ადრეულ ასაკში გულის დაზიანებების რისკი აქვთ.
სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ჩვილობის პერიოდში უმოქმედობამ შეიძლება ინსულტის საფუძველი შექმნას, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი წონა და არტერიული წნევა ნორმის ფარგლებშია.
მასალა მომზადებულია The conversation-ის მიხედვით.
ასევე დაგაინტერესებთ: