რა შეტყობინება გაუგზავნა ბოლოს მტკვარში დაღუპულმა უტა ელიავამ მეუღლეს
1747296078
მსოფლიოს ყველაზე დიდი ცხოველები - ლურჯი ვეშაპები ინდოეთის ოკეანის იმ ნაწილში ბრუნდებიან, სადაც მათი პოპულაცია ნადირობის შედეგად სრულად განადგურდა.
გამოცემის ინფორმაციით, საუბარია სეიშელების კუნძულებზე, სადაც სპეციალისტებმა წყალქვეშა აუდიომონიტორინგის დახმარებით დაადგინეს, რომ ვეშაპები რეგიონში თვეების განმავლობაში რჩებიან. მათი ვარაუდით, ცხოველები ამ ადგილს გასამრავლებლად იყენებენ.
მისიაში ჩართული მეცნიერები ამბობენ, რომ ეს კონსერვაციონისტების გამარჯვებაა, რადგან 1960-იან წლებში საბჭოთა კავშირის ვეშაპებზე მონადირე ფლოტმა სეიშელებზე ამ ცხოველების პოპულაცია სრულად გაანადგურა.
ამის მიუხედავად, ლურჯი ვეშაპები გადაშენების ზღვარზე მყოფ ცხოველებად ითვლებიან. მათი რაოდენობა დედამიწაზე კატასტროფულად მცირეა.
ასევე ნახეთ:
VIDEO: „დაგთმე, მაპატიე...“ - გია სურამელაშვილი მიმართვას ავრცელებს
„ხვალ იყავით ფრთხილად, აკონტროლეთ ემოცია“ - ასტროლოგების გაფრთხილება მომდევნო სამი დღის მანძილზე