პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ახალი წლის პირველი თვე, როგორც ეს ზამთარს ახასიათებს, მაგნიტური ქარიშხლების სიმრავლით იქნება გამორჩეული, ნათქვამია სპეციალიზებულ პორტალზე
სპეციალისტების განმარტებით, ზამთარში დედამიწის მაგნიტოსფერო უფრო მგრძნობიარეა მზის ქარის მიმართ, რაცK-Index-ის გაზრდასა და შესაბამისად, მაგნიტური ქრიშხლების გახშირებას იწვევს.
9 იანვარი - მაგნიტური აღშფოთება 3 ბალს მიაღწევს, თუმცა 23-24 და 26 იანვარი - დედამიწას კვლავ 4-ბალიანი მაგნიტური ქარიშხალი დაფარავს.
თვის დანარჩენ დღეებში K-Index ორ ბალზე ზემოთ არ აიწევს.
რა არის მაგნიტური ქარიშხალი?
ასტრონომების განმარტებით, მაგნიტური ქარიშხლები მზეზე აფეთქებების შედეგად წარმოიშვება. ამ დროს კოსმოსურ სივრცეში უზარმაზარი რაოდენობის პროტონები და ელექტრონები გაიტყორცნება. ისინი დედამიწას ერთ დღე-ღამეში აღწევს და მის მაგნიტურ ველს ცვლის. რაც უფრო ძლიერია აფეთქება, მით უფრო დიდია გამოტყორცნილი ნაწილაკების ნაკადი და უფრო მაღალია დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილება.
მაგნიტური ქარიშხლები გავლენას ახდენს ცხოვრების ბევრ სფეროზე. დიდია შეფერხებების ალბათობა საკომუნიკაციო სისტემებისა და სანავიგაციო მოწყობილობების მუშაობაში.
გარდა ამისა, ის გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც გულთან და წნევასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. სტატისტიკის მიხედვით, მაგნიტური დარღვევების დღეებში ინფარქტისა და ინსულტის სიხშირე იზრდება.
აღსანიშნავია, რომ მაგნიტურ ქარიშხლებსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის კავშირი ჯერ კიდევ 1930-იან წლებში შენიშნეს საფრანგეთში.
განსაკუთრებული გაფრთხილება
ექსტრემალური კოსმოსური და გეოფიზიკური სიტუაციები განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს ბავშვებზე. როგორც დაკვირვებებმა აჩვენა, ამ დროს ბავშვებს უვითარდებათ ნერვული, ენდოკრინული, გულ-სისხლძარღვოვანი, სასუნთქი და სხვა სისტემების ფუნქციონალური მოშლა.
ამასთან ბავშვი განიცდის დისკომფორტს, რომელსაც ვერ ხსნის. თავს იჩენს ძილის რეჟიმის მოშლა, მოუსვენრობა, ტირილი, ეკარგება მადა, შესაძლოა აუწიოს ტემპერატურამ. სრულად
ასევე ნახეთ:
„მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ...“ - ნახეთ, ვის აფრთხილებს დღეს ცაგარელი