ხის გველის წელი ზოდიაქოს 7 ნიშნისთვის გარდამტეხი იქნება
1733805608
მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 22:26-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
გამოიჩინეთ მეტი კეთილგანწყობა გარშემომყოფების მიმართ.
დაფიქრდით საკუთარი ცხოვრებაზე, რადგან სწორედ დღეს გაქვთ ძველი პრობლემების გააზრებისა და ახლებურად გადაწყვეტისთვის საუკეთესო შანსი.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, ინტელექტუალური და შემოქმედებითი განვითარებისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად, ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების, გამოფენებისა და პრეზენტაციების მოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.
ჯანმრთელობა – კარგი დღეა სუნთქვითი ვარჯიშებისა და წყლის პროცედურების ჩასატარებლად. ფილტვების, ბრონქების, ხელების და მხრების სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, ამეთვისტო, სარდიონი, საფირონი და ლაზურიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, სასწორისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს, თხის რქას და თევზებს.
ასევე ნახეთ:
როგორ მეყოს ხელფასი? - 5 რამ პერსონალური ფინანსების შესახებ, რაც ყველამ უნდა იცოდეს