1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
აშშ-ში ბოტმა ხელოვნური ინტელექტით ChatGPT ზუსტი დიაგნოზი დაუსვა 7 წლის ბიჭს ალექსს, რომელსაც 3 წლის განმავლობაში ტკივილები ჰქონდა. ამის შესახებ Today წერს.
გამოცემის ინფორმაციით, როდესაც ალექსი 4 წლის იყო, მას თავის ქრონიკული ტკივილები დაეწყო, რომლებთანაც ბრძოლა მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლებისა და სიცხის დამწევი პრეპარატების დახმარებით იყო შესაძლებელი.
შემდეგ ბიჭს გაუჩნდა პრობლემები სუნთქვასთან, ზრდასთან და ზედმეტ წონასთან. დედას ის 17 სხვადასხვა სპეციალობის ექიმთან ჰყავდა, მაგრამ დიაგნოზის დასმა ვერცერთმა მათგანმა ვერ მოახერხა. ქალის თქმით, ყველა ექიმი სიმპტომებს საკუთარი სპეციალიზაციის ფარგლებში განიხილავდა და ავადმყოფობის შესახებ სრული წარმოდგენის შექმნა ვერ შეძლეს.
2023 წლის დასაწყისში ქალი ChatGPT-ზე დარეგისტრირდა, შემდეგ კი ჩატ-ბოტს შვილის სიმპტომები და კვლევების შედეგად მიღებული ყველანაირი ინფორმაცია გაუზიარა. ბოტმა დაადგინა, რომ ბიჭს ფიქსირებული ზურგის ტვინის სინდრომი აქვს.
რამდენიმე კვირის წინ ალექსს ოპერაცია გაუკეთეს და ახლა ის თავს უკეთ გრძნობს.