სენსაცია - აღმოჩენილია ეგზომთვარე, რომელზეც შესაძლოა, სიცოცხლე არსებობდეს

სიცოცხლე

ასტრონომებმა მზის სისტემის გარეთ კიდევ ერთი შესაძლო ეგზომთვარე აღმოაჩინეს.ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Scientific American ავრცელებს.

ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის გამოყენებით ახალი ციური სხეული დააფიქსირა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალ ეგზომთვარეს Kepler-1708 b-i უწოდეს. იგი პლანეტა Kepler-1708 b-ის სისტემაში მდებარეობს და მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს.

თავად პლანეტა Kepler-1708 b, რომლის გარშემოც  ეგზომთვარე ტრიალებს, იუპიტერის მსგავსია. მთელი სისტემა დედამიწიდან დაახლოებით 5700 სინათლის წლის მანძილით არის დაშორებული.

ეგზომთვარე იმდენად დიდია, რომ მეცნიერები მას სიცოცხლისთვის გამოსადეგად მიიჩნევენ.