1746733863
„ყველა ბილეთი გაყიდულია...“ - დუეტი „ჯორჯია“ 15 წლის იუბილეს აღსანიშნად ემზადება

12 დეკემბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, დუეტი „ჯორჯიას“ 15 წლის იუბილე აღინიშნება.
კონცერტისთვის მზადება და რეპეტიციები უკვე მიმდინარეობს.
მაკა ზამბახიძის მეუღლე, მიხეილ ჩოხელი აღნიშნავს, რომ კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია:
„ყველა ბილეთი გაყიდულია!!! გელოდებით დუეტ „ჯორჯიას” პირველ სოლო კონცერტზე 15 წლის იუბილეს აღსანიშნად. უღრმესი მადლობა, ჩვენო ერთგულო ადამიანებო, თანადგომისთვის და სიყვარულისთვის!“
ასევე ნახეთ: