თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი დილამდე შეუწყდა - ნახეთ, მისამართები
1732300350
ზურა ბერიკაშვილის გარდაცვალებამ სევდა და გულისტკივილი მოუტანა ყველას. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო, რატომღაც ყველას ჰქონდა იმის იმედი, რომ მსახიობი "გამოძვრებოდა"... შეუცნობელია უფლის გზები, ამიტომ ვერასდროს მივხვდებით, რატომ მიჰყავს ჩვენს შემოქმედს ასე ახალგაზრდა ადამიანები.
55 წლის მსახიობი გუშინ საბურთალოს სასაფლაოზე დაიკრძალა.
გივი ბერიკაშვილი მაკა შალიკაშვილის ნათლია იყო. მსახიობი ფეისბუქზე წერს.
"დეკემბრიდან მოყოლებული უმძიმესი მდგომარეობა იყო აქამდე... მე კი იქ არც ერთ, ვიმეორებ, არც ერთ მოსულ გულშემატკივარში "შეგუება", "სიკვდილთან შეგუება" ვერ ვიგრძენი და ვერ დავინახე.
მე ადამიანების ქვითინი და ბევრი მათგანის უხმო კივილიც მესმოდა...
ნათელში იყოს ზურას სული.
უფროსი ბერიკაშვილების თაობის ჩემი მანანაღაა... ყველას სიყვარულს მასთან ვაერთიანებ აწი, ღმერთმა გააძლიეროს.