ვახტანგ ფანჩულიძე საზოგადოებას მიმართავს - „აუცილებლად უნდა გითხრათ...“

ბურნუთა

ფილმიდან, „სიყვარული ყველას უნდა“ - მსახიობი, ვახტანგ ფანჩულიძე, იგივე ბურნუთა 67 წლის გახდა. 

მსახიობი მაყურებელს სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართავს:

„ჩემო საყვარელო ქართველებო! ჩემო ძვირფასო მეგობრებო! ჩემო ლამაზო კეთილო ადამიანებო!ძალიან დიდ მადლობას გიხდით ჩემი დაბადების დღის მოლოცვისათვის! მინდა იცოდეთ, რომ ძალიან მიყვარხართ და აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი მადლობის გრძნობით ვარ თქვენდამი განწყობილი.

ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ მე, ჩემი საყვარელი ქართველი ერის გარეშე, ჩემი ლამაზი, კეთილი, უნიჭიერესი, უსაყვარლესი ქართველი ხალხის წიაღისაგან, განცალკევებით ღმერთი არასოდეს მომცემდა შესაძლებლობას, რომ ჩემი კინოგმირების განსახიერებითა და კინო როლების შესრულებით სიხარული მიმენიჭებინა.

საყვარელი ქართველი ხალხისათვის და ჩემი ქართველი ერისგან გაზიარებული დიდი სიყვარულის გარეშე ვერც ვერაფერს მივაღწევდი ღირებულს! ამიტომ ყველაფერი, რაც კარგი გამიკეთებია ჩემი ცხოვრების მანძილზე ეს მხოლოდ თქვენი, ჩემი საყვარელი ქართველი ხალხის დამსახურებაა და დიდი მადლობა თქვენ ამისათვის“,- წერს მსახიობი.