დაკავებულია 28 წლის კაცი, რომელიც 16 წლის გოგოს თბილისის საროსკიპოში მეძავად ამუშავებდა
1761759658
უსახელო ხიდი დედაქალაქში, რომელიც თბილისელებისთვის ვორონცოვისა და ჩუღურეთის სახელითაა ცნობილი დღეიდან ცნობილი ქართველი მწერლის სახელს ატარებს.
გურამ დოჩანაშვილს, როგორც აღმოჩნდა მე-19 საუკუნის ხიდთან ბავშვობიდან საკმაოდ ბევრი მოგონება აკავშირებდა, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც თბილისის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება მისთვის ქართველი მწერლის სახელი მიენიჭებინა.
უკვე გადაწყვეტილია, რომ დოჩანაშვილის სახელობის ხიდზე მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების ისტორია აისახოს. დაგეგმილია მისი ნაწარმოებებიდან მკითხველისთვის საყვარელი ციტატების სპეციალურ დაფებზე გადატანა და ხიდზე განთავსება. საზეიმო გახსნის შემდეგ დედაქალაქს გალაქტიონისა და ბარათაშვილის შემდეგ რიგით მესამე ქართველი მწერლის სახელობის ხიდი დაემატება.