რა უნდა გააკეთოთ დღეს, რომ მთელი წლის განმავლობაში წარმატებული იყოთ - გოგა მანიას რეკომენდაცია
1735816464
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
„შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო-თურქეთის კულტურული ურთიერთობის პერსპექტივასა და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე. განიხილეს სამომავლო პროექტები და ღონისძიებები, რომელთა განხორციელება ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანია.
საუბარი შეეხო ორივე ქვეყანაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება-დაცვის საკითხსაც“,- აღნიშნულია კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციაში.