აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ... - მოძღვარი მრევლს მიმართავს
1774367787
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე საფრანგეთის ქალაქ ლილში ხელს მოაწერს ევროპის საბჭოს კონვენციას „აუდიოვიზუალური ნაწარმოებების სერიალების ფორმით ერთობლივი წარმოების შესახებ“.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქართულ საპროდიუსერო კომპანიებს მეტი შესაძლებლობა ექნებათ, მოიზიდონ უცხოური ინვესტიციები, ჩაერთონ საერთაშორისო მაღალბიუჯეტიან პროექტებში, ითანამშრომლონ ევროპულ პლატფორმებთან და ტელეარხებთან.
„ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ შემოქმედებით სივრცეში და ხელს შეუწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას მსოფლიოში“, – ნათქვამია საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.