თათული დოლიძის არაჩვეულებრივი ფოტოსესია ჟურნალ „სითისთვის“ - დაათვალიერეთ შთამბეჭდავი ფოტოები

თათული დოლიძე

ჟურნალმა „სითიმ“ შესანიშნავ ქართველ მსახიობთან, ულამაზეს თათული დოლიძესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა და არაჩვეულებრივი ფოტოსესიაც შემოგვთავაზა, რომელიც ფოტოგრაფ დავით ჭალიძეს ეკუთვნის.

გთავაზობთ ამონარიდს ჟურნალ „სითის“ ინტერვიუდან.

უკან რომ ვახვევ…

ყველაზე ხშირად თავს მახსენებს ბავშვობა, ძალიან დიდი ოჯახი, სიყვარულით, ხალისით და იუმორით სავსე. სტუმრიანი, დიდი სუფრებით, შესანიშნავი მომღერლებით და მოცეკვავეებით. ბაბუაჩემიც ძალიან კარგად ცეკვავდა და მამაც. მშობლები, და-ძმა, ბებია-ბაბუები, ბიძები, მამიდა ყველა ერთად ვცხოვრობდით. არ ვიცი, ამდენი ადამიანი ასე შეხმატკბილებულად, ლაღად ცხოვრებას როგორ ახერხებდა.

და ყველაზე მთავარი, ის სამი დღე, როცა ჩემი შვილები და შვილიშვილი მოევლინნენ ჩემს ოჯახს.