"სიტყვა "გარდაცვალება" მედოს განსაკუთრებით არ უხდება, ის მუდამ ცოცხალი უნდა ყოფილიყო!" - მედეა ლორთქიფანიძის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა

medea

მედეა ლორთქიფანიძის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. მსახიობი 9 აგვისტოს, 86 წლის ასაკში, კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება აღმოჩნდა.

მეხსიერებას შემორჩა ქოთქოთა მანანად, თავისი ემოციური ზრუნვით, კატლეტებით, წითელი თმით, დარიგებებით... 

 "70-იან წლებში წითლად შეღებილი თმით, ტუჩებით და წითელი ლაქით იშვიათად თუ ნახავდით ვინმეს. თამამი, განსხვავებული იყო. ლამაზი ხელის მტევნები ჰქონდა, პაპიროსს აბოლებდა, თან უხდებოდა და ვგიჟდებოდი, ისე მომწონდა. როდის გავიზრდები, რომ მეც ასეთი გავხდე-მეთქი, ჩემთვის ვფიქრობდი. ჩვენთან ვერაზე მოდიოდნენ მსახიობები, სახლში, იკრიბებოდნენ. უყვარდა ანეკდოტების მოყოლა. იყო ხორხოცი, სიმღერა... კარგი დრო იყო. მივნატრი ხოლმე. მედიკოც ჩემი ბავშვობის ნაწილია" - ოჯახის ახლობელს "პრაიმტაიმთან" იხსენებს მსახიობი ეკა მჟავანაძე.

ნათესავი ნიკუშა ლორთქიფანიძე კი სოციალური ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. 

"მაშინ გადის დრო სწრაფად, როცა შენი საყვარელი ადამიანი, და გულშემატკივარი მიდის ამ ქვეყნიდან...
ორმოცმა დღემ, ძალიან, ძალიან სწრაფად გაიარა :(((
რაც, უფრო დრო გადის, მით უფრო არ მჯერა ჩემი მედოს გარდაცვალება. სიტყვა გარდაცვალება არავის უხდება, მაგრამ მედოს განსაკუთრებით არ უხდება, ის მუდამ, უნდა ყოფილიყო ცოცხალი! 

73 წლის, ასაკში გახდე ასეთი წარმატებული, ყველასათვის საყვარელი ადამიანი, ცოტა წარმოუდგენელია, თუმცა, ჩემმა მედომ, მან შეძლო... ის მეორე სესილია თაყაიშვილი იყო... და იქნება ყოველთვის. 

მადლობა კიდევ ერთხელ, იმ სითბოსთვის, იმ კარგი კომენტარებისთვის, დარიგებებისთვის, რომელიც არ დამავიწყდება არასდროს!
ამ ვირტუალურ სივრცეში, ხომ დამაკლდი, მაგრამ უფრო მეტად ცხოვრებაში დამაკლდები...
ძალიან, ძალიან მომენატრე, ჩემო მედიკო ბებო" - წერს ნიკუშა ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში.