„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“

საღამოები

27 ივნისს 19:00 საათზე ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში "ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების " რიგით პირველი კონცერტი გაიმართება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს,თბილისის მერიისა და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მხარდაჭერით. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ : თამარ ლიჩელი - ფორტეპიანო "ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების " ორგანიზატორი, ლიზი რამიშვილი - ჩელო, გიორგი შავერზაშვილო კომპოზიტორი, კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, ვალერიან შიუკაშვილი - ფორტეპიანო, დავით ალადაშვილი - ფორტეპიანო, ნინო უშიკიშვილი- ფორტეპიანო, გიგი პიანომენი - ფორტეპიანო, ირაკლი ევსტაფიშვილი - ფლეიტა, დიმიტრი ბოქოლიშვილი - კლარნეტი, ნინო ჟვანია - ფორტეპიანო, ნათია ბერაია - ფორტეპიანო , ნათია ქავთარაძე - ფორტეპიანო ლანა გულდედავა - ფორტეპიანო,  სულხან გველესიანი-ბარიტონი . პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული კლასიკური მუსიკისა და ქართველმუსიკოს-შემსრულებელთა პოპულარიზაციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.წელს კონცერტები ჩატარდება თბილისსა და გორში. კონცერტების სერია მოიცავს ქართულ კლასიკურ რეპერტუარს, რომელიც გააერთიანებს როგორც ჩვენი დიდი ქართველი კომპოზიტორების შედევრებს, ასევე ახალ ქართულ ნაწარმოებებს, ისეთი კომპოზიტორების ნაწარმოებებთან ერთად, როგორებიც არიან: ო.თაქთაქიშვილი, ბ.კვერნაძე, გ.ყანჩელი, ა.მაჭავარიანი, მ.დავითაშვილი, ა.შავერზაშვილი, ნ.გაბუნია, ვ. აზარაშვილი და სხვები. კონცერტებზე შედგება ახალი ქართული ნაწარმოებების პრემიერა. გარდა ამისა, უაღრესად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კონცერტებში მონაწილეობასმიიღებენ საქართველოში მცხოვრები გამორჩეული ქართველი შემსრულებლები. ამმხრივ, ეს პროექტი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს და თავს მოუყრის ქართველი მსმენელის წინაშე საქართველოში მცხოვრებ იმ ქართველ მუსიკოსებს, რომელთა მაღალინსაშემსრულებლო დონე ყოველთვის ასახელებს ჩვენი ქვეყნის მუსიკალურ კულტურას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. პროექტი წელს მოიცავს სამ კონცერტს. ორი ჩატარდება თბილისში კონსერვატორიის მცირე დარბაზში 27 და 28 ივნისს, ხოლო მესამე კონცერტი - გორისმუსიკალურ სასწავლებელში. მომავალში ღონისძიება გაფართოვდება და ჩატარდებასაქართველოს სხვა რეგიონებშიც.