პარიზის ერთ-ერთ სახლში პიტერ ბრეიგელის ამ დრომდე უცნობი შედევრი აღმოაჩინეს

ნახატი

პარიზის ერთ-ერთ სახლში პიტერ ბრეიგელის ამ დრომდე უცნობი შედევრი აღმოაჩინეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

მე-17 საუკუნის ფლამანდიელი მხატვრის, უმცროსი ბრეიგელის ნახატი წლების განმავლობაში ოჯახში ინახებოდა. გამოცემის ინფორმაციით, ნახატი პარიზის აუქციონზე იქნება წარმოდგენილი. ექსპერტები საწყის ღირებულებად 600 000 ევროს ასახელებენ. ნამუშევრის სახელწოდებაა "სოფლის ადვოკატი" და ის უმცროსი პიტერ ბრეიგელის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ნახატს წარმოადგენს (112 სმ. სიმაღლე და 184 სმ. სიგანე).

შედევრად წოდებულ ნამუშევარს საფრანგეთში შემთხვევით მიაგნეს. ოჯახმა სახლის გაყიდვა გადაწყვიტა და შესაფასებლად უძრავი ქონების აგენტები დაიქირავა. ტერიტორიის დათვალიერებისას მათ კარის უკან ნახატი აღმოაჩინეს.

„კარიერის განმავლობაში ყველაზე დიდ მოულოდნელობას წავაწყდი, ეს დღე არასდროს დამავიწყდება", - ამბობს აგენტი.

ადგილზე მალევე სპეციალისტები მივიდნენ, რომელთაც ნამუშევარი შეაფასეს და დაასკვნეს, რომ ის 1615-1617 წლებში შეიქმნა. ოჯახის ვინაობა, საგამოძიებო წესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე უცნობია. ასევე უცნობია, როგორ მოხვდა ბრეიგელის შედევრი მათ სახლში