პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
2023 წლის 15 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით მესხეთის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი „ეროვნული დრამატურგიის რიგით VII საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს” მართავს.
ფესტივალში მონაწილეობს 21 თეატრალური დასი საქართველოდან და უცხოეთიდან.
15 მაისს ფესტივალი „თავისუფალი თეატრის“ სპექტაკლით გაიხსნება. წარმოდგენილი იქნება ირაკლი სოლომონაშვილის „მხოლოდ 5 დღე“.
მესხეთის თეატრი ტრადიციულად გპირდებათ დაუვიწყარ სანახაობას, წარმოგიდგენთ მრავალფეროვან რეპერტუარს, სხვადასხვა ჟანრის სპექტაკლებით.
შეხვდებით თქვენთვის საყვარელ მსახიობებს, წარმატებულ რეჟისორებს, ცნობილ თეატრმცოდნეებსა და კრიტიკოსებს, რომლებიც გამართავენ დისკუსიებს, ფესტივალის მიმდინარეობისა და ქართული დრამატურგიის შესახებ.
2 ივნისს ფესტივალს დახურავს მესხეთის დრამატული თეატრი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, დამატებითი სიახლეები გამოქვეყნდება თეატრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. ასევე გამოქვეყნდება აფიშები.