1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის დასი შეძრულია ფაქტით, რომელიც თეატრში დღეს დატრიალდა. 31 წლის მსახიობი და რეჟისორი, რეზი ქაროსანიძე თეატრის სცენაზე გარდაცვლილი იპოვეს. ქაროსანიძე რიგით მეორე სპექტაკლს, ბეკეტის "გოდოს მოლოდინში" დგამდა, მარტის თვეში კი საპრემიეროდ ემზადებოდა.
"პრაიმტაიმთან" უმცროს კოლეგაზე, თავის პირველ კომენტარს დასის მსახიობი, მარიკა სამანიშვილი აკეთებს.
მარიკა სამანიშვილი: შეძრულნი ვართ. მე მირჩევნია სიმართლე ჩემგან გაიგოთ, ვიდრე ვინმემ არასწორი რამ გითხრათ.
რამდენიმე წლის წინ, რეზი თეატრიდან წავიდა. ყველა ვთხოვდით, ხელფასის გამო განცხადება არ დაწერო და არ წახვიდეო. ხელფასი, რაც მას ჰქონდა, სხვებსაც იგივე აქვთ. ამაზე მეტი ხელფასი არ გვაქვს და სიგარეტის ფული გექნება-მეთქი, ვეუბნებოდი. აპროტესტებდა დაბალ ხელფასსაც, შემოქმედებასაც. არ მოსწონდა ეს შემოქმედება. უფრო მეტი უნდოდა. მაგრამ ასეთი რამ ყველა თეატრში ხდება.
რეზის ყველა გვერდით ედგა. მერიამ, გასულ ზაფხულს დააფინანსა 15 ათასი ლარით, რომ სპექტაკლი დაედგა. არაჩვეულებრივ ღონისძიებებს აკეთებდა. აფინანსებდნენ, უყურადღებოდ არ ყოფილა. ქალაქის თუ თეატრის ხელმძღვანელობას, რაც კი შეეძლოთ, გვერდით ედგნენ.
გულში სხვა რა ედო, ვერ გეტყვით. ჰყავდა მეუღლე, ორი შვილი, სამეგობრო...
ნიჭიერი მსახიობი იყო. ახლა ინტენსიურად გადიოდა რეპეტიციებს. მალე უნდა გამოეშვა სპექტაკლი. პრემიერა უნდა ჰქონოდა...