ლიეტუვას კულტურის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის ქართველი რეჟისორი ბადრი წერედიანი დააჯილდოვეს

ბადრი წერედიანი

ლიეტუვას კულტურის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის ქართველი რეჟისორი ბადრი წერედიანი დააჯილდოვეს.

ლიეტუვას ეროვნულ დღესთან დაკავშირებით გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე, ლიეტუვაში მოღვაწე ქართველ რეჟისორს, ბადრი წერედიანს ჟამაიტიის რეგიონის, ქალაქ ტელშაის მერისაგან პირადად გადაეცა თეატრალური პრემია კულტურულ ცხოვრებაში მიღებული აქტიური მონაწილეობისა და თეატრის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

აღნიშნული ცერემონია ტრადიციულია და ყოველ წელს იმართება, რომელიც წარმოადგენს პრესტიჟულ ჯილდოს კულტურის სფეროში მოღვაწე ნებისმიერი ხელოვანისათვის.

ნომინანტების შერჩევა ხელოვნების სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისაგან დაკომპლექტებული წევრებისგან ფარული კენჭისყრით ხდება.