საპროტესტო აქციაზე რამდენიმე სამართალდამცველი დაშავდა - სამ მათგანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა

აქცია 30 აპრილი

გასულ ღამით, "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის დროს, აქტივისტების გარდა, რამდენიმე სამართალდამცველიც დაშავდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებული სამართალდამცველებიდან სამი მათგანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

უწყებამ ასევე განმარტა, რომ მთელი ღამის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი, რომელიც მოქალაქეებს ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას ადგილზე უწევდა.