კულტურის სამინისტრო: მწუხარებას გამოვთქვამთ კინორეჟისორის, პროდიუსერის - ბატონი ელდარ მდინარაძის გარდაცვალების გამო. მან ქართული დოკუმენტური კინო მნიშვნელოვანი ნამუშევრებით გაამდიდრა

ელდარ მდინარაძე

კულტურის სამინისტრო ტელეკომპანია „იმედის“ სამხატვრო ხელმძღვანელის, კინორეჟისორ ელდარ მდინარაძის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ მან ქართული დოკუმენტური კინო მნიშვნელოვანი ნამუშევრებით გაამდიდრა.

„მწუხარებას გამოვთქვამთ კინორეჟისორის, პროდიუსერის - ბატონი ელდარ მდინარაძის გარდაცვალების გამო. მან ქართული დოკუმენტური კინო მნიშვნელოვანი ნამუშევრებით გაამდიდრა.

სამძიმარს ვუცხადებთ ბატონი ელდარის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“, - წერს სამინისტრო სოციალურ ქსელში.

ტელეკომპანია „იმედის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, კინორეჟისორი ელდარ მდინარაძე 11 ნოემბერს გარდაიცვალა.