კულტურის მინისტრი სამუშაო ვიზიტით სომხეთში იმყოფება

სომხეთი

კულტურის მინისტრი სამუშაო ვიზიტით სომხეთში იმყოფება. თინათინ რუხაძე მოადგილესთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას და ქართული კულტურის დღეებს ესწრება.

მიღებას მუსიკალურად გააფორმებენ ქართველი შემსრულებლები. გაიმართება ანსამბლ "ერისიონის" კონცერტი. მოეწყობა ღვინის და ქართული კერძების დეგუსტაცია.