გიორგი გიგაშვილი BBC-ის ახალგაზრდა თაობის არტისტების 2-წლიან პროგრამაში მოხვდა

გიგაშვილი

ცნობილი ქართველი პიანისტი გიორგი გიგაშვილი BBC-ის New Generation Artists-ის 2-წლიან პროგრამაში მოხვდა.

"BBC-ის ახალგაზრდა თაობის ორწლიან (2023-2025) პროგრამაში ვარ ოფიციალურად, რაც გულისხმობს დიდ ბრიტანეთში კონცერტებს, ფესტივალებსა და ალბომების ჩაწერას ისეთ პრესტიჟულ ორკესტრებთან, როგორებიც არიან BBC Philharmonic და BBC Symphony Orchestra", — წერს მუსიკოსი საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

New Generation Artists 1999 წელს შეიქმნა და მისი მიზანი ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერა და მათი ფართო აუდიტორიისთვის გაცნობაა. პროგრამისთვის მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო პოტენციალის მქონე ხელოვანებს არჩევენ და წელს მათ შორის ქართველი პიანისტიც მოხვდა. პროგრამის ფარგლებში გიორგი და სხვა მონაწილეები სხვადასხვა ფესტივალებთან და ხმის ჩამწერ სტუდიებთან ითანამშრომლებენ და დიდ ბრიტანეთში კონცერტებსაც გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ მარტში გიორგი გიგაშვილმა რუბინშტეინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა.