დემნა გვასალიას ფეისბუქგვერდის სპეციალური განცხადება - განმარტებულია ვის მიუძღვნა დიზაინერმა სიტყვები: „მიყვარდი გუშინაც, მეყვარები ხვალაც...“

demna

დემნა გვასალიამ Balenciaga’s 51st Haute Couture show შემდეგი სიტყვით გახსნა:

"მიყვარხარ. მიყვარხარ 30 წელია. გელოდები მას შემდეგ, რაც 10 წელი შემისრულდა. ვფიქრობდი, ვინ ხარ ჩემთვის? რა გინდა? ვხუჭავდი თვალებს და შენზე ვფიქრობდი. მიყვარხარ. მიყვარხარ ძალიან დიდი ხანია. შეიძლება სულ მიყვარდი. მიყვარხარ მთელი ჩემი არსებით. შენ იქ იყავი, როდესაც დედაჩემი აუთოვებდა. შენ იქ იყავი, როდესაც ჩემი დარდები მჯობნიდა. არ მყოფნიდა გამბედაობა, რომ შენთვის ეს მეთქვა. არ მქონდა სიტყვები, რომ არ მომეტყუებინა. არასდროს ვიცოდი, როგორ ამეწერა ეს სიყვარულის ამბავი, რომელიც შენთან მაკავშირებდა. ამბავი შემთხვევითობის გარეშე. ამბავი დროის მიღმა. სიყვარული პირობების გარეშე. ეს იმედის იმიჯები. უკვე 30 წელია მიყვარხარ. მიყვარდი გუშინაც, მეყვარები ხვალაც. ყოველთვის მეყვარები."

სოციალურ ქსელში გაიმართა "დისკუსია", ვის მიუძღვნა ეს სიტყვა დიზაინერმა. აზრთა სხვადასხვაობაში ორი ვერსია ლიდერობს. ერთი არის აფხაზეთი, საიდანაც არის დემნა და მეორეა მისი რჩეული - ლოიკ გომესი. წყვილმა შვეიცარიაში 2017 წელს იქორწინა. 

"და აწ დამტკიცებულად გითხრათ, რომ არც ვაჟას და არც დემნას სამშობლო არ უგულისხმიათ" - ფეისბუქ-სტატუსს წერს მწერალი და ტელეწამყვანი დათო გორგილაძე. 

სტატუსს სოციალურ ქსელში განხილვა მოჰყვა. გთავაზობთ, რამდენიმე კომენტარს. 

,,ვაჟასი რა გითხრა და დემნას მაინც ხო შეგვიძლია ვკითხოთ". 

,,30 წლის გახდა ლოიკი ახლა ივლისში და მას მიუძღვნა".

,,აწ დამტკიცებულად თქვენ რას ფიქრობდით რომ მიუძღვნა? არადა, სამშობლოს მიუძღვნა. მის დაქცეულ აფხაზეთს და მის გაღატაკებულ უსამართლობაში ჩავარდნილ ერს".

,,სიყვარულისთვის მიძღვნა, მაინც და მაინც კონკრეტულ ადრესატის აუცილებლობას არ გულისხმობს. შეიძლება 30 წლის წინ მეგობრის მიმართ იყო ასე უპირობოდ შეყვარებული ან რა ვიცი, უამრავი ვარიანტია. ფაქტია, 30 წლის წინ, როცა დემნას დედა აუთოვებდა, ლოიკი არ მოიაზრება მანდ".

,,მე მქონდა ეგ ვერსია, მაგრამ ყველა კომენტარი აფხაზეთზე იყო და ვიფიქრე, შევცდი-თქო და მეც შევაქე პატრიოტიზმისთვის".

ეს ყოველივე კი იმით დაგვირგვინდა, რომ ფეისბუქზე გვერდმა - Demna Daily, რომელიც მსოფლიოში ცნობილი ქართველი დიზაინერის ცხოვრებაში არსებული სიახლეებითა და ინტერვიუებით გვანებივრებს, ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.