1772562813
აჭარის ხელოვნების მუზეუმში „საერთაშორისო არტ-პლენერი“ გაიმართა
აჭარის ხელოვნების მუზეუმში, 17 სექტემბერს, ააიპ „შავი ზღვის ქვეყნების მხატვართა საერთაშორისო ორგანიზაციის - პლენერი 20“-ის პროექტი - „საერთაშორისო არტ-პლენერი“-ის შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა, რომლის სახელწოდებაა „თანამედროვე ქართული ხელოვნება, როგორც ევროპული თანამოსაუბრე“. არტ-პლენერის არსებობის მანძილზე განხორციელდა 6 საერთაშორისო პროექტი ქალაქ ფოთსა და ბათუმში. ეს ღონისძიებები აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის ხელოვანებს, რომლებიც ფერწერულ ნამუშევრებს ღია ცის ქვეშ ქმნიან. პლენერში მონაწილეობას ღებულობდა 12 უცხო ქვეყნის /თურქეთი, ესპანეთი, პორტუგალია, ირლანდია, ირანი, ბულგარეთი, პოლონეთი, ყაზახეთი, უკრაინა/ და 13 ქართველი მხატვარი.
მხატვარებმა შემაჯამებელ გამოფენაზე წარმოადგინეს სამოცდაათი საინტერესო ნამუშევარი.
მონაწილე მხატვრები: თურქეთი - აზიზ კარაკოჩი, ფერმან აიდინი, ესპანეთი - გონსალო როდრიგეს გომესი, პორტუგალია - კუასე კაჩი, ირლანდია - რეგინა ბაჩინსკა, ირანი - მოტაჰარე მოგადასი, ბულგარეთი - ტემენუჟკა ნიკოლოვა დიმოვა, ხრისტო ხრისტოვი, სვეტლოზარ ნედევი, პოლონეთი - ზბიგნევ მიერუნსკი, ყაზახეთი - მერუიერტ (მირა) ჟუმანოვა, უკრაინა - ნატალია დაბიჟა, საქართველო - ჯემალ ბასარია, არჩილ ბლუაშვილი, ვლადიმერ დურული, ავთანდილ თოფურია, ბადრი ფაჩულია, თეკლა მელაძე, ზურაბ ჭედია, ნინო ჭედია, აჭარა - ბექა ბოლქვაძე, არჩილ მალაყმაძე, გელა მესხი, გურამ ფუტკარაძე, ეკა ცინცაძე.
გამოფენის ოფიციალურ გახსნას ესწრებოდნენ აჭარის ა/რ კულტურის მინისტრი - ელისო ბოლქვაძე, აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი - დავით ფაცაცია, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე - გურამ ცერცვაძე, აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე - ჯემალ ბასარია, აჭარის ა/რ მხატვართა კავშირის თავმჯდომარე - გურამ ფუტკარაძე, პროექტის ხელმძღვანელი, შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო ორგანიზაცია „პლენერი-20“-ის თავმჯდომარე - ზურაბ ჭედია, პროექტის კურატორი - ქეთევან ახობაძე- ხელოვნებათმცოდნე, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი.,მხატვრები, ხელოვანები და ქალაქის სტუმრები.
პროექტის ხელშემწყობი, პარტნიორები და დამფინანსებლები არიან: აჭარის ა/რ კულტურის სამინისტრო და აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო, საქართველოს და აფხაზეთის მხატვართა კავშირები,სსიპ აჭარის მუზეუმი.











