არასოდეს გადაღვაროთ წყალი, რომელშიც კვერცხს მოხარშავთ - ნახეთ მიზეზი
1747243405
ბრიტანელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ხელნაწერი, რომელსაც 80 წლის განმავლობაში „თავისუფლების დიდი ქარტიის“ ასლად მიიჩნევდნენ, დოკუმენტის ორიგინალი აღმოჩნდა.
BBC-ს ცნობით, ახლა მას მსოფლიოში „ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას დოკუმენტს“ უწოდებენ.
1946 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის (აშშ) იურიდიულმა ფაკულტეტმა „თავისუფლების დიდი ქარტიის“ „ასლი“ სულ რაღაც 27 დოლარად შეიძინა. დიდი ხნის განმავლობაში დოკუმენტი ბიბლიოთეკაში ინახებოდა, მისი ნამდვილი წარმომავლობა კი უცნობი იყო. შემდეგ მას ლონდონის სამეფო კოლეჯის შუა საუკუნეების ისტორიის პროფესორი დევიდ კარპენტერი გადააწყდა და მიხვდა, რომ ეს დოკუმენტის ძალიან იშვიათი, ორიგინალია, რომლის ფასიც დღეს მილიონობით დოლარს შეადგენს.
„ეს ფანტასტიკური აღმოჩენაა. გაოგნებული ვიყავი არა მხოლოდ იმით, რომ დოკუმენტის ორიგინალი აღმოვაჩინე, არამედ იმითაც, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტში, როგორც ჩანს, წარმოდგენაც არ ჰქონდათ რა ინახებოდა მათთან“, - განაცხადა კარპენტერმა.
კარპენტერმა და მისმა კოლეგებმა რამდენიმე ტესტი ჩაატარეს და დოკუმენტის ავთენტურობა დაადასტურეს.