1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ყაზახეთის კრიმინალური სამყაროს ქართველ ლიდერს 24-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
ბონდო სტურუა, რომელიც კრიმინალურ წრეებში ცნობილია როგორც „ყაზახეთის ბონდო", აგრძელებს სარჩელს ალმათის მახლობლად მდებარე სპეციალიზებულ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობის უფლებისთვის. ამის შესახებ პატიმრის ადვოკატმა, დალეტ დოსანოვმა განაცხადა.
2023 წლის 17 აპრილს პეტროპავლოვსკის საქალაქო სასამართლომ სტურუას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შემდეგ კი 4 წელი დაუმატა.
იგი დაკავებულია ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელობისთვის, ხელისუფლების წარმომადგენლების შეურაცხყოფისა და ძალადობისთვის.