საბურთალოზე მოძრაობის წესი შეიცვალა - თბილისის მერია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს
1788684420
ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული ძლიერი პარტნიორობა და განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი პრიორიტეტები, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საუბარი ასევე შეეხო რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს.
„ჩემთვის დიდი პატივია თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვის მასპინძლობა საქართველოში მისი პირველი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული ძლიერი პარტნიორობა და განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი პრიორიტეტები. ვისაუბრეთ ასევე რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე“, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.