პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თბილისში, დიდ დიღომში მოკლული ახალგაზრდა, 29 წლის გიორგი წოწორიაა. მას მეზობელმა დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, მათ შორის ყელის არეში. მიღებული მძიმე ჭრილობების შედეგად ახალგაზრდა კაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.
შემთხვევა დაახლოებით დღის სამ საათზე, პეტრიწის ქუჩაზე, სადარბაზოში მოხდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ჩხუბის და სროლის ხმა არ გაუგიათ.
ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ მისმა მეზობელმა შელაპარაკების ნიადაგზე მოკლა. მეზობლების ინფორმაციით, დამნაშავე პოლიციას ჩაბარდა.
მოკლულის ნათესავების თქმით, 29 წლის გიორგი წოწორია პორტუგალიაში ცხოვრობდა და ის სამშობლოში დაახლოებით 1 თვის წინ დაბრუნდა. მეზობლების ინფორმაციით, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
მკვლელობა დიდ დიღომში, პეტრიწის 17 ნომერში, სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. გავრცელებული ვერსიით, კამათი მერვე სართულზე, მსხვერპლის საცხოვრებელ ბინასთან, სადარბაზოში დაიწყო.
"კურიერის" ინფორმაციით, გიორგი წოწორიას მეზობელმა დანით რამდენიმე ჭრილობა სადარბაზოში მიაყენა, ამის შემდეგ წოწორიამ პირველ სართულამდე ჩასვლა შეძლო და დახმარება ითხოვა. თვითმხილველებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.